23-03-2020
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თვითიზოლაციაშია.
როგორც Financial Times წერს, მას კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ ექიმთან ჰქონდა.
მერკელის თვითიზოლაციის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურად გავრცელებამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში 2 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება.
კანცლერის წარმომადგენლის თქმით, ექიმს, რომელმაც ანგელა მერკელს პნევმოკოკური ინფექციის პრევენციისთვის ვაქცინაცია ჩაუტარა, კორონავირუსი დაუდგინდა.
კანცლერი თვითიზოლაციის პერიოდს სახლში გაატარებს.