23-03-2020
ახალ კორონავირუსს ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 65 წლის მამაკაცი, რომელსაც გარდა კორონავირუსისა, ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.
ესპანეთში კორონავირუსს ამ დროისთვის უკვე საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ქალია, ერთი კი მამაკაცი.