გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეყანაში ხორცისა და თევზის საკმარისი მარაგია

23-03-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებს, ხორცისა და თევზის იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების პირობებში, მოსახლეობის სურსათით შეუფერხებელი უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გარდა, ყველა სხვა სახის პროდუქტის საკმარისი მარაგებიც არსებობდეს და მოსახლეობას მისი შეძენა შეუფერხებლად შეეძლოს.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოსახლეობას სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ შეექმნას. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სასურსათოუზრუნველყოფის ჯაჭვში ჩართულ ყველა რგოლთან, რათა არ იყოს შეფერხებები, უწყვეტად ხდებოდეს პროდუქციის მიწოდება. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ რეგულარულ შეხვედრებზე განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც მთელ მსოფლიოში შექმნილმა საგანგებო ვითარებამ შექმნა. ეს უკავშირდებაროგორც საბაჟო პროცედურებს, ასევე ჰიგიენურ და ვეტერინარულ საკითხებს.დღეს არსებულ ვითარებაში, ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამაცივრე მეურნეობებში ხორცისა და თევზის საკმარისი მარაგები არსებობს. ამასთან, შეუფერხებლად მიმდინარეობს ტვირთების შემოტანა და მარაგების შევსება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930