გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მილანისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ ფეხბურთელს პაოლო მალდინის და მის ვაჟს კორონავირუსი აქვს

23-03-2020

მილანის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბის ტექნიკურ დირექტორს და წარსულში მილანისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ ფეხბურთელს, პაოლო მალდინის კორონავირუსი აქვს. COVID-19 დაუდგინდა მალდინის ვაჟს დანიელსაც.

ინფიცირებულია მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ნახევარმცველი მარუან ფელაინი, რომელიც ამჟამად ჩინეთში ასპარეზობს. ფელაინიმ ვირუსზე ტესტი 20 მარტს ჩააბარა, ბელგიელი ფეხბურთელი ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეთაგან პირველია, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა.

ტურინის იუვენტუსის ფორვარდმა პაულო დიბალამ დაადასტურა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია. ვირუსი დაუდგინდა მის მეგობარ გოგონას, ორიანსაც. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. გასაკვირი არაა, რომ ინფიცირებულთა შორის სპორტსმენებიც არიან, კონკრეტულად კი, ფეხბურთელები. ამ დროისთვის, კორონავირუსი უკვე 33 ფეხბურთელს დაუდასტურდა.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930