23-03-2020
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი თავისუფალია. მან საპატიმრო უკვე დატოვა.
"ჩემი გათავისუფლება იყო მოულოდნელი. არ მინდა დღევანდელმა მთავრობამ მიიწეროს ვითომ მათ გააკეთეს რამე. ორ კვირაში ისედაც გავიდოდი. 9-თვიანი ვადა იწურება. არაფრის აღიარებას არ ვაპირებ",- განაცხადა თამლიანმა.
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში ედება, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.