24-03-2020
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე დაინფიცირების 66 შემთხვევაა დადასტურებული.
ვებ-გვერდის თანახმადვე, ამჟამად კარანტინში 3320 ადამიანია, სტაციონარული დაკვირვცების ქვეშ კი 235 ადამიანი რჩება.