გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ესპანეთში პერსონალისგან მიტოვებული მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები გარდაცვლილები იპოვეს

24-03-2020

ესპანეთში, არმიის ჯარისკაცებმა, რომლებიც ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ეხმარებიან, მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაცვლილი მოხუცები იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, მოხუცები სავარაუდოდ თავშესაფრის მომსახურე პერსონალმა მიატოვა. ესპანეთის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარგარიტა რობლესის განცხადებით, ხელისუფლება იქნება სასტიკი მათ მიმართ, ვინც მოხუცებს შეუბრალებლად და ცუდად მოექცევა.

ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, მადრიდში დროებით პროზექტურას ყინულის მოედანზე მოაწყობენ. 23 მარტს ესპანეთში კორონავირუსით 462 ადამიანი დაიღუპა. სულ კორონავირუსით 2182 პაციენტია გარდაცვლილი.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031