გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: მნიშვნელოვანია მოხალისეთა მობილიზებული ჯგუფების არსებობა, რომელიც შესაბამისი ცოდნით იქნება აღჭურვილი

24-03-2020

აჭარაში მოხალისეთა გადამზადება ინტენსიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოხალისეთა საორანიზაციო ჯგუფის წევრებთან, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

აჭარაში ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით ექვსივე მუნიციპალიტეტში გადამზადდნენ ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ კოორდინაციას და რეკომენდაციას გაუწევენ მოხალისეებს. მიმდინარეობს მოხალისეთა დისტანციური, ელექტრონული გადამზადება და მოხდება მათი შესაბამისი ეკიპირება. გადამზადების პროცესში ჩართულია წითელი ჯვარი.

„მთავარია მოხალისეთა ეფექტური და მობილიზებული ჯგუფების არსებობა, რომელიც იქნება აღჭურვილი შესაბამისი ცოდნით.

მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ადეკვტურად ასახავს რეაგირებას იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. არავინ დარჩება ძირითადი მზრუნველობის გარეშე“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოხალისეებთან შეხვედრისას.

აჭარის მთავრობის ინიციატივით მომზადდა სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მარტოხელა პენსიონერებზე, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე და მაღალი რისკ ჯგუფის წარმომადგენლებზე.

მიწოდება განხორციელდება საჯარო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების და მოხალისეთა ჩართლობით, რომელთაც კოორდინაციას რეგიონის ახალგაზრდული ცენტრი გაუწევს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930