გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

24-03-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა პეკინის გამზირის, შარტავას და გოთუას ქუჩების მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 17 საათამდე კი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ციხისძირის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლები, 12 საათიდან13 საათამდე კი გლდანის მასივის I, V, VI, VII მიკრორაიონების, ქერჩის, ხიზანიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930