საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
24-03-2020
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის თანახმად, ამჟამად კარანტინში 4055 ადამიანია, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება.