24-03-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად საგუშაგოებზე 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ წესრიგის დაცვას.
ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები საგუშაგოები, ხოლო მეორე ხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება.
გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.