24-03-2020
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში გეგმური ოპერაციები გადაიდება. მისივე თქმით, ცვლილებებბი სასწრაფო ოპერაციებს არ შეეხება.
"გეგმიურ ოპერაციებთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და იგეგმება 4 თვიან ჭრილში გადავადება. რა თქმა უნდა, სასწრაფო ოპერაციების გადადება არ მოხდება", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა