25-03-2020
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მიმართვისას 28 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდი უქმედ გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მეთაურმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიიღო.
მისი თქმით, დასაქმებულებს აღნიშნული დღეების ხელფასი შეუნარჩუნდებათ.
”ეს არის კრიზისის შემდეგ სიცოცხლისთვის მომზადების დრო”,-აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა და მოქალაქეებს სახლში დარჩენიკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 658 შემთხვევაა დადასტურებული. ინფექციით გარდაცვლილია 1 ადამიანი.