26-03-2020
ტალიელმა მედდამ თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, 34 წლის დანიელა ტრეცი კორონავირუსით დაავადებულებს ლომბარდიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. Covid 19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიის სწორედ ამ რეგიონში ფიქსირდება.
ტრეცი ღელავდა, რომ ვირუსი გადასდო მათ, ვისთანაც კონტაქტი დიაგნოზის დასმამდე ჰქონდა. მედიის ცნობით, სწორედ ეს გახდა მისი თვითმკვლელობის მიზეზი.
ფაქტს იტალიის მედდების ეროვნული ფედერაციაში ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ ტრეცი დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა.