26-03-2020
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა უცხო ქვეყნის მოქალაქის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ქ. თბილისში იმყოფება და თვითიზოლაციის წესებს არღვევს. ორგანიზაციამ მოქალაქის მოგზაურობის ისტორიის შესწავლა და შესაბამისი ზომების გატარება მოითხოვა, რომელც საქართველოში, სავარუდოდ, კვიპროსის რესპუბლიკიდან შემოვიდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სასამართლოს წარმოებაშია უცხო ქვეყნის მოქალაქეების საოჯახო დავა, რომელიც შეეხება არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. მამა, შვილი და ბებია, საქართველოში მუდმივად იმყოფება 2018 წლის დეკემბრიდან, დედა კი სხვადასხვა ქვეყნიდან, პერიოდულობით ჩამოდის საქართველოში. მხარეებს უკანასკნელი ელექტრონული მიმოწერა გააჩნადთ 2020 წლის 19 თებერვალს. შემდგომი წერილი დედამ მამის წარმომადგენლს შვილთან დაუყოვნებლივ შეხვედრის მოთხოვნით წარუდგინა 2020 წლის 12 მარტს, რომელსაც წერილობითი ფორმითვე განემარტა ინფორმაცია, რომ ახალი კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, ოჯახს (მამა, ბებია) ბავშვი ჰყავთ კეთილსაიმედო გარემოში და შეზღუდული აქვთ კონტაქტი მესამე პირებთან. 2020 წლის 15 მარტს დედამ მამის წარმომადგენელს გაუგზავნა მორიგი წერილი, რომელიც შეიცავდა შეურაცმხყოფელ შინაარსს და იმის ნაცვლად, რომ დედა სოლიდარული ყოფილიყო და გეგბით შეხვედროდა მდგომარეობას, მამის ადვოკატს მოუწოდა, რომ პროფესიული მოვალეობების შესრულების პროცესში, არ ეფიქრა საადვოკატო მომსახურების ღირებულებაზე.
2020 წლის 19 მარტს, ქალბატონის ქართველმა ადვოკატმა წერილობითი ფორმით აცნობა მამის ადვოკატს შემდეგი: „გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობისა X თანხმობას აცხადებს, რომ ბავშვი ნახოს მისთვის განკუთვნილ დროს მისივე საცხოვრებელ მისამართზე. ასეთი ტიპის შეხვედრის მოწყობის შემთხვევაში ვითხოვთ, რომ არ მოხდეს ოჯახის წევრების გარდა სხვა პირებით შეხვედრის გადატვირთვა, რათა შედგეს დედა-შვილის ურთიერთობა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, რაც ჯანდაცვის დღევანდელი რეკომენდაციების შესაბამისი იქნება. ასევე X აქვს საშუალება გარკვეული პერიოდით ბავშვი დაასვენოს მის ნათესავებთან თბილისის გარეთ, სადაც არ დაფიქსირებულა კორონა ვირუსით დაავადებული არცერთი შემთხვევა. ამ შემთხვევაშიც, მოხდება დედა-შვილის იზოლირება გარეშე პირებთან კომუნიკაციისგან. X დაიცავს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. X თანხმობას აცხადებს, რომ მისი ქალიშვილი ნახოს ღია სივრცეში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც ნაკლები ხალხი მოძრაობს. დამატებით გაცნობებთ, რომ X არის ჯანმრთელი, არ იმყოფება რისკ ჯგუფში, არის თვითიზოლაციაში, ცდილობს ძირითადი დრო გაატაროს თბილისის გარეთ, რათა დაცული იყოს გააქტიურებული პანდემიისაგან. მაღაზიაში გასვლის შემთხვევაში, სარგებლობს პირბადით, ერთჯერადი ხელთათმანებით და სათვალეებით. არ აქვს არანაირი ნიშანი არცერთი სახის ვირუსის” (სტილი დაცულია).
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, როგორც წესი, არასრულწლოვანთან შეხვედრის შესახებ წერილობითი ფორმით მომართვა ხდება დროის იმ მომენტში, როდესაც X იმყოფება საქართველოში. არსებული გარემოებიდან გამომდინარე, 2020 წლის 19 თებერვლის შემდგომ, შვილთან შეხვედრის მიმოწერა არ ყოფილა, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ X საქართველოში არ იმყოფებოდა. ასეთი მიმოწერა განახლდა მხოლოდ 2020 წლის 12 მარტს. ამასთან, 2020 წლის 19 მარტის წერილის თანახმად, X იმყოფება თვითიზოლაციაში, თუმცა მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, ის შეძლებდა შვილთან შეხვედრას, დაიცავდა იმ რეკომენდაციებსა და მიდგომებს, რომელიც ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო იქნა დადგენილი. მეტიც, 2020 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომაზე, როგორც მოსამართლის თანაშემწემ განმარტა, X და მისი ადვოკატი ერთად აპირებდნენ დისტანციურად სხდომაში მონაწილეობას. ეს სხდომა ახალი კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე - გადაიდო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2019 წლის 19 მარტის წერილის პასუხად მიმართული იქნა X ადვოკატისთვის, რომ მოეხდინა საჭირო და სათანადო რეაგირება იმ საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, რაც X საქართველოში შემოსვლას და ინფექციის გავრცელებას უკავშირდებოდა, მომხდარიყო საკითხზე X ადვოკატის მხრიდან შესაბამისი უწყებების ინფორმირება და არ დაემალა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მოგზაურობის ისტორია, რაც არ გააკეთა. შესაბამისად, ორგანიზაცია იძულებული გახდა მიემართა შსს-სთვის და დაესვა საკითხი - თუ X საქართველოში კვიპროსის რესპუბლიკიდან ან სხვა რომელიმე ქვეყნიდან ჩამოვიდა, რატომ არ ექვემდებარება სავალდებულო წესით თვითიზოლაციის იმ წესებს, რომელიც არ გულისხმობს არც ქალქგარეთ ყოფნას, არც ნიღბით მაღაზიაში გასვლას და არც ოჯახის რომელიმე წევრთან ურთიერთობას. არგუმენტი იმის შესახებ, რომ X სრულად ჯანმრთელია, არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ლოგიკას მოკლებულია. ორგანიზაცია მოითხოვს X მოგზაურობის ისტორიის შესწავლას და წუხილს გამოთქვამს გარკვეული მიზნის მისაღწევად, X ადვოკატის სამოქალაქო და პროფესიული ქცევის გამო.