გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, საკარანტინო ზონისთვის საკუთარი სასტუმრო უსასყიდლოდ დათმო

26-03-2020

რაჭა - ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, მის მფლობელობაში მყოფი სასტუმრო "კარსე", რომელიც, რაჭაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში მდებარეობს, საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმო.

სასტუმრო 24 პერსონაზეა გათვლილი და მოსახლეობისგან იზოლირებულია.

საკარანტინო სივრცე საჭიროების შემთხვევაში რეგიონის მოსახლეობას მოემსახურება.

"ქვეყანაში არსებული სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება რეგიონის მოსახლეობის საკარანტინე მომსახურეობისთვის გამოყენებული იქნას სასტუმრო" კარსე", ვფიქრობ, რომ ამ პროცესებში მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა სახელმწიფოს გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და გავერთიანდეთ"- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930