28-03-2020
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა. მათ შორის 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის თანახმად, ამჟამად კარანტინში 4641 ადამიანია, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 239 ადამიანი რჩება.