29-03-2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
stopcov.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 18; კარანტინის რეჟიმში – 4717, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 პირი იმყოფება.