გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი გოგავა - მარგინალებისთვის ხომ ყველაზე საშიში ავტორიტეტები არიან

29-03-2020

"საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელის ირაკლი გოგავას განცხადებით, გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე, ეზუგბაია ის გმირები არიან, რომლებსაც ხელისუფლებამ საკუთარი ბედი ანდო. მისივე თქმით, ხელისუფლებაც გონივრულად იქცევა, როდესაც მათ რეკომენდაციებს გულმოდგინედ ასრულებს.
"არავინ იცის როგორ განვითარდება ეპიდემია. ამ ოთხეულმა თავის გუნდთან ერთად ჩვენთვის მოიგეს ძვირფასი დრო და გავრცელების სისწრაფე მინიმუმამდე დაიყვანეს. უკვე მოესწრო ორგანიზაციული გადალაგება, რესურსების მობილიზება, ლაბორატორიების და კლინიკების აღჭურვა, საკარანტინო ზონების ორგანიზება, ეფექტური მედიკამენტების გამოვლენა და ბევრი სხვა. საქართველოში დღეისთვის ვირუსის გავრცელების დონე 4-ჯერ დაბალია, ვიდრე საერთო მსოფლიო მაჩვენებელი. ეს დიდი მიღწევაა!

გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე, ეზუგბაია! საზოგადოებამ ამ კრიტიკულ სიტუაციაში თავისი გმირები აირჩია და საკუთარი ბედი მათ ანდო. ხელისუფლებაც გონივრულად იქცევა და მათ რეკომენდაციებს გულმოდგინედ ასრულებს.

მარგინალურ ოპოზიციას ესმის, რომ კრიზისი დაძლევის შემდეგ (კრიზისი აუცილებლად დაიძლევა) ეს ადამიანები, როგორც მინიმუმ მათ მხარეს არ დადგებიან და ამავე დროს ისინი საზოგადოებრივი აზრის ლიდერები არიან და იქნებიან. ამიტომ მოქმედებენ პრაგმატული პოლიტიკური ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. იყენებენ საკუთარ სპეცსამსახურებს ანუ ტელევიზიებს და ცდილობენ ეჭვი დათესონ ამ პიროვნებების მიმართ. მარგინალებისთვის ხომ ყველაზე საშიში ავტორიტეტები არიან: ეკლესია, მეცნიერები, ექიმები, სპორტსმენები, ხელოვანები, პედაგოგები... ყველა ის, ვისაც შეიძლება ხალხმა მოუსმინოს. არ მუშაობს ეს! გავიზარდეთ! გაიზარდა ერი, რომელიც აუცილებლად განდევნის ღვთისმგმობელ, ხარბ, უპასუხისმგებლო, მარგინალურ, უცხო და არაეროვნულ ძალებს ქართული საჯარო სივრციდან!"-განაცხადა გოგავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930