გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: როგორც ჩანს, ცენზურის შემოღება ტელეარხებზე დროებით საჭირო გახდება...

29-03-2020

ექსპერტ ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, რთულ მდგომარეობაში ერი ერთად უნდა იყოს, ოპოზიცია კი დეზინფორმაციების გავრცლებით არეულობის შეტანას ცდილობს ქვეყანაში. მისივე თქმით, ტელეარხებზე ცენზურის შემოტანა საჭირო გახდება.

„როგორც ჩანს, ცენზურის შემოღება ტელეარხებზე დროებით საჭირო გახდება...

 

პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც კვირა საღამოს, 29 მარტს, იგეგმება, დაუშვებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში...

 

ქვეყანა არის რთულ მდგომარეობაში და, იმის მაგივრად, რომ ერი ერთად იყოს, ოპოზიცია აპირებს სრული დეზინფორმაციით არეულობის შეტანას ქვეყანაში...

 

ამას ემატება ექიმების ბულინგი, იმისათვის, რომ მათ ვერ გააგრძელონ ვირუსთან ბრძოლა და იმ მიღწეულის შენარჩუნება, რაც დღეს გვაქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით... „- განაცხადა მჭედლიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930