29-03-2020
“გარდა იმისა, რომ არის ომი კორონასთან, გვაქვს ასევე ომი - ნერვებისა და ავადმყოფ ნაცებთანაც“-.
ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს. ლატარია მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად უნიჭიერეს ექიმებს მოუსმინონ.
„გვარამიამ და მისმა სექტამ დაიწყო პანიკისა და ეჭვების დათესვა ხო?
მოკლედ, გარდა იმისა, რომ არის ომი კორონასთან, გვაქვს ასევე ომი - ნერვებისა და ავადმყოფ ნაცებთანაც.
ამ დროს გამოსავალი არის მარტივი:
დავრჩეთ სახლში და მოვუსმინოთ მხოლოდ ჩვენს უნიჭიერეს ექიმებს.
აი , კორონა გადავაგოროთ და მერე ნახეთ ყველამ ერთად მათი ზმუკუნი “-განაცხადა ლატარიამ.