გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იმერეთსა და კახეთში შეხვედრები გაიმართა

17-03-2018

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა იმერეთისა და კახეთის რეგიონში.


იმერეთის რეგიონში საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ქუთაისში, სამტრედიაში, ვანში, თერჯოლაში, ტყიბულში, წყალტუბოში, ხონში, ჭიათურაში, საჩხერეში, ბაღდათსა და ზესტაფონში მოსახლეობას, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, მედიასა და ფერმერებს შეხვდნენ. იმერეთის რეგიონში სულ 12 შეხვედრა გაიმართა და საერთო ჯამში, შეხვედრებს 600-მდე ადამიანი დაესწრო.


კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები 12-13 მარტს კახეთის რეგიონში გაიმართა. საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა შეხვედრები თელავში, გურჯაანში, ყვარელში, ახმეტასა და საგარეჯოში გამართეს. კახეთის რეგიონში სულ 7 შეხვედრა გაიმართა და საერთო ჯამში, შეხვედრებს 300-მდე ადამიანი დაესწრო. შეხვედრებს ესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, პედაგოგები, ფერმერები, სასულიერო პირები, მედია და სხვ.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.

საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930