3-04-2020
„მთავრობა სრულად უერთდება იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართული ოცნების” გუნდში იქნა მიღებული და რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი უჭერს მხარს. ეს მისი მყარი პოზიცია იყო. როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაშია, ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი გუნდის სოლიდარობა არის ყველაზე მყისიერი და ყველაზე ადეკვატური პასუხი. ჩვენ რამდენიმე თვის შემოსავალის, ჩვენი ხელფასის ნაწილს სოლიდარობის ფონდში გადავრიცხავთ.
მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სოლიდარობის საყოველთაო კამპანია დაიწყოს. ეს იქნება საყოველთაო საზოგადოებრივი აქტივობა, რომელსაც გაიზიარებს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე. სოლიდარობა და საზოგადოების კონსოლიდაცია არის ყველაზე სწორი პასუხი. ჩვენ ვიცით რთულ ვითარებაში ერთმანეთის გვერდში დგომა და განსაკუთრებული მხარდაჭერა, რითიც ბევრ გამოწვევას გავუმკლავდით და ამას არაერთი ისტორიული ფაქტიც ადასტურებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.