გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
გუბაზ სანიკიძე: ვირუსი რევოლუციის შანსებს ზრდის

3-04-2020

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ვირუსი რევოლუციის შანსებს ზრდის და ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია.
ეს განცხადება სანიკიძემ დავით აქუბარდიას გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.
"ხელისუფლებას მივმართავ: ფრთხილად იყავით! თქვენ ახლა საქართველო დასვით სახლში და საქართველო სახლში დაჯდა.
მაგრამ, ერთი თვის მარაგი აქვს საქართველოს და ქართველ ხალხს, მეტის არა... გაზაფხულს გადაიტანს და მერე ზაფხული მოვა, ეს ამბავი გადაივლის და მერე იწყება შიმშილობა და ეს გიწევთ ზუსტად არჩევნების პერიოდში, როცა უკვე უპერსპექტივობაა, ქვეყანა არის გაღლეტილი, ძვლებამდე გაშიშვლებული, მორალურად დაცემული, ეკონომიკურად განადგურებული, პოლიტიკურად ჭაობში... და დაგიმთავრდებათ არჩევნები. ჯობია რომ არჩევნებით დამთავრდეს, მართლა ჯობია, იმიტომ, რომ ვირუსი რევოლუციის შანსებს ზრდის... საერთოდ, ეს ცნობილია"-განაცხადა გუბას სანიკიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930