3-04-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა.
გიორგი გახარიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, მკაცრად გაკონტროლდეს რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის მთავრობის დადგენილებით დაწესებული აკრძალვები საკვირაო ბაზრობებსა და ხალხმრავალ თავშეყრასთან დაკავშირებით.
რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა მთავრობის მეთაურისგან ასევე მიიღეს დავალებები, სრული მზაობა არსებობდეს თერმოსკრინინგის პროცესისა და ჰოსპიტალური სექტორის შესაბამისობის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით.
ამასთან, დროულად უნდა დასრულდეს ე.წ ცხელების კლინიკების მოწესრიგებისა და შესაბამისი მედპერსონალის მზადყოფნის პროცესი.