გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ ს შეხვდა

17-03-2018

პარიზში, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პირველ ვიცე პრეზიდენტ კაროლ ბუნო ბონარს შეხვდა.


პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის არაერთი პრიორიტეტული საკითხი. თამარ ჩუგოშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საფრანგეთს, ერთი მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, და მეორე მხრივ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ფრანგულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა თანამშრომლობის განმტკიცების კეთილი ნება და მზადყოფნა.


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ფრანგულ მხარეს გააცნო ქვეყნის შიგნით განხორციელებული რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, რაც რჩება საქართველოს მთავრობის მთავარ გამოწვევად. თამარ ჩუგოშვილმა ფრანგ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თაობაზე; ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებას, მათ შორის, ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით.


საუბარი ცალკე შეეხო უვიზო რეჟიმის კონტექსტში დადებითი დინამიკის შენარჩუნების კუთხით ინიცირებულ ნაბიჯებს. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა უფლებებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართულ ინიციატივებზე.


ფრანგული მხარე დაინტერესდა კონკრეტული სფეროებით, რა მიმართულებითაც პრიორიტეტულია პარტნიორობის გაძლიერება, მათ შორის, საგანმანათლებლო, ეკონომიკური თუ კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031