გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

4-04-2020

ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული ღონისძიების გაუქმება,-,, European Scientist“ სტატიას ,, რომელი ქვეყნები იჩენენ სიმტკიცეს პანდემიის პირობებში“ აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ მაშინ, როდესაც ევროპულმა ქვეყნებმა, მცირე გამონაკლისის გარდა, ვერ შეძლეს სწორი გადაწყვეტილებების მიღება სწორ დროს საქართველოს მთავრობამ უდიდესი წინდახედულობა გამოიჩინა და ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღესაც 0-ს უდრის, ხოლო ინფექციის გავრცელება მართვად და ნელ ტემპში მიმდინარეობს.

"ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო შემზღუდავი, მაგრამ აუცილებელი ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე, კერძოდ კი 28 იანვარს, შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული ღონისძიების გაუქმება მოჰყვა. გარდა ამისა, საქართველოში დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები, რესტორნები და ბარები და ყოველივე ეს მოხდა დაინფიცირებულთა ძალიან მცირე რაოდენობის პირობებში. ასევე, მყისიერად დაიწყო ეკონომიკური ზარალის შემცირებისკენ მიმართული ზომები და შემუშავდა შესაბამისი ეკონომიკური გეგმა, გადასახადების შემცირების, სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების, დღგ-ის დაბრუნების და სხვა ნაბიჯების ჩათვლით. მთავრობამ შექმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელიც რეალურ დროში უზრუნველყოფს კომუნიკაციას მოსახლეობასთან. მთავრობათა მხრიდან პანდემიის კრიზისის დადგომის წინასწარ გათვლის და შემდეგ გაბედული მოქმედების ამ უნარს არსებითი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ევროპულმა ქვეყნებმა, მცირე გამონაკლისის გარდა, ვერ შეძლეს სწორი გადაწყვეტილებების მიღება სწორ დროს. ამის საპირწონედ, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ამ პროდასავლური დემოკრატიული ქვეყნის მთავრობამ უდიდესი წინდახედულობა გამოიჩინა. საქართველოში ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღესაც 0-ს უდრის, ხოლო ინფექციის გავრცელება მართვად და ნელ ტემპში მიმდინარეობს.

როგორც ჩვენი მოკლე სახელმძღვანელო ცხადყოფს, საუკეთესოდ მომზადებულ ქვეყანად ჩაითვლება ის, რომელიც ყველა ზემოხსენებულ პუნქტს შეასრულებს და ზედმიწევნით გამოიყენებს ყველა ეფექტიან ზომას. ჩვენი ანალიზი ასევე ადასტურებს, რომ აქ ყველაფერს, ყველაფერს გამონაკლისის გარეშე აქვს მნიშვნელობა - მთავრობასაც, რომელმაც იცის, როდის და როგორ განახორციელოს შესაბამისი ზომა, ასევე მოქალაქეებსაც, რომლებიც იცავენ შესაბამის წესებს და მზად არია, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა პანდემიის პირობებში. ეს მაგალითები აუცილებლად გასათვალისწინებელია სამომავლოდ”,- ნათქვამია სტატიაში.



https://www.europeanscientist.com/fr/editors-corner-fr/covid-19-quels-sont-les-pays-qui-resistent-le-mieux-a-la-pandemie/?fbclid=IwAR1Z6b0bj5b79X8viND49DQ30m-7miF-TkQwUSaSuzII64SvldRGld2nqgc

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930