გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„დოპელმაიერის“ წარმომადგენლებს გუდაურში ავარიულად გაჩერებულ საბაგიროზე კვლევითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შემდეგ ექნებათ

18-03-2018

კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლებს გუდაურში ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძილეს“ სადგურზე საგამოძიებო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შემდეგ ექნებათ-ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკეთებს.


„ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ავარიის გამომწვევი მიზეზების ღიად და გამჭვირვალედ და რაც მთავარია ობიექტურად დადგენის სურვილით, რასაც პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობა უზრუნველყოფს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანიას „ბიურო ვერიტასი“, რომელმაც თანხმობა განაცხადა, საკუთარი წარმომადგენელი მოავლინოს გუდაურში ვითარების შესასწავლად.


ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეფად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთერთ საბაგიროზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930