7-04-2020
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში გრძელდება ტრადიციული, ყოველდღიური შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, მუხრან გულაღაშვილს შეხვდნენ.
კომიტეტის ხელმძღვანელებმა საგარეო სამინისტროს წარმომადგენლისგან იმ განახლებული მონაცემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც დეპარტამენტს ქვეყნების მიხედვით გააჩნია პირველ რიგში, ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუ რამდენია დაინფიცირებული და ზოგადად, რა მდგომარეობაა ამ თავლსაზრისით.
ასევე, მოისმინეს განახლებული ინფორმაცია ჩამოყვანილი მგზავრების და დაგეგმილი ფრენების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
„შეხვედრისას ასევე, ვიმსჯელეთ მიმდინარე კვირას დაგეგმილი გაფართოვების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დღის წესრიგზე, რომელიც იმ აქტუალურ საკითხებს შეეხება, რომელთა მიმართ დაინტერესება ყველაზე მეტია დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ქვეყნის გარეთ. ჯგუფის შეხვედრა სავარაუდოდ, პარლამენტის ვებ-სტრიმით გადაიცემა, ასევე, განთავსდება პარლამენტის ვებ-გვერდზე, რომლის ნახვის შესაძლებლობაც უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებსაც შეეძლებათ “, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.