7-04-2020
„არა მხოლოდ ბრიტანული „ტელეგრაფის“ სტატია არამედ, საკმაოდ მაღალი დონის საექსპერტო შეფასება არის ძალიან პოზიტიური, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ასევე, კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების მართვასთან დაკავშირებით"-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
"ჩვენ ერთმანეთი კიდევ ერთხელ უნდა შევაგულიანოთ. შეფასება კარგია ემოციურად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს - რაც არ უნდა შესანიშნავად იმუშაოს სისტემამ, ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ მოვდუნდეთ კონკრეტული მოქალაქეები, რომლებსაც სხვა განწყობა აქვთ და ჯერ კიდევ ვერ გრძნობენ იმ საფრთხეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს ემუქრება. მსოფლიო აჩვენებს გამოცდილების გარკვეულ მიმართულებებს, რომელიც გააჩნია კონკრეტულ ქვეყნებს. ამ შემთხვევაში, საქართველოც მზად არის კონსულტაცია გაუწიოს და ასეც ხდება ვინც მიმართავს მას“, - განაცხადა ვოლსკიმ.