გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სანიმუშო წესრიგი დაგვხვდა

7-04-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს პირადად დაესწრო. აღნიშნული საწარმო ერთ-ერთია, რომლის საქმიანობაც მთავრობის დადგენილებით ნებადართულია ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების სავალდებულო დაცვის გათვალისწინებით.

საწარმოში შემოწმება განახორციელა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივმა ჯგუფმა. მისი დასრულების შემდეგ, მინისტრმა დადებითად შეაფასა საწარმოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების შესრულების ხარისხი.

„მოხარულები ვართ, რომ საწარმოში დაგვხვდა სანიმუშო წესრიგი ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებისა და წესების დაცვის თვალსაზრისით. საწარმოს ყველა მუშა-მოსამსახურეს აქვს პირბადე და ხელთათმანები. პერსონალს რეგულარულად უტარდება თერმოსკრინინგი. საწარმო უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარით და სრულდება სხვა რეკომენდაციები, მატ შორის, პერსონალის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ საწარმოს შეუძლია, განაგრძოს საქმიანობა და ჩვენი მხრიდან შენიშვნას არ იმსახურებს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, საწარმოში 1500 ადამიანია დასაქმებული, მათგან 300 დისტანციურად საქმიანობს. მისი თქმით, საწარმოში 1200 ადამიანი 4 ცვლაში აგრძელებს მუშაობას, ხოლო საწარმო, მისი მასშტაბების მიუხედავად, სრულად აკმაყოფილებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

„ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი სისტემური საწარმოების შემოწმებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930