გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო ანტირეკორდი – აშშ-ში დღის განმავლობაში კორონავირუსით 1970 კაცი გარდაიცვალა

8-04-2020

საფრანგეთში გუშინ, 7 აპრილს დაფიქსირებული ანტირეკორდი – დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილი 1417 კაცი, გუშინვე, დასავლეთ ნახევარსფეროში დღის დასრულებისას, შეიცვალა.

აშშ-ში კორონავირუსით გუშინ 1970 კაცი გარდაიცვალა. 7 აპრილამდე აშშ-ში კორონავირუსი გარდაცვლილთა მაქსიმალური რაოდენობა იყო 1330 კაცი.
 
სულ, 8 აპრილამდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა აშშ-ში12841-მდე გაიზარდა
 
განვლილ 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 33331 შემთხვევა დაფიქსირდა. დღის განმავლობაში უფრო დიდი რაოდენობა – 34136 აშშ-ში, 4 აპრილს არის დაფიქსირებული.
 
სულ, 8 აპრილამდე, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 400335 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების 27,98%-ია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930