8-04-2020
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ონის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში პირველადი სასურსათო პაკეტების დარიგება, შეჭირვებული და მარტოხელა მოსახლეობისათვის გრძელდება.
სასურსათო პაკეტების დარიგება მოხდება ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, მერის წარმომადგენლების,საკრებულოს დეპუტატების და მოხალისეების ჩართულობით, პარალელურად გრძელდება მოსახლეობის მიერ შეგროვებული სასურსათო ნაკრებების დარიგებაც.
#დარჩისახლში