გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: კლინიკების უმრავლესობა მზადყოფნაშია

8-04-2020


პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განაცხადებით, პრემიერის დავალებით, რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი მიმდინარეობს. მისივე თქმით, ის კლინიკები, რომლებიც სათანადო მომზადებას ვერ შეძლებენ, დაავადებასთან შებრძოლების პროცესში მონაწილეობას გამოეთიშებიან.


"უკვე მე-5დღეა, რაც პრემიერის დავალებით,რეგიონებში მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი.


უკვე შემოწმდა ფოთი, ქუთაისი, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები.

მოწმდება ინფრასტრუქტურა, აღჭურვა,ხელოვნური სუნთქვის აპარატები,ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგები, ფასდება მედპერსონალსათვის ჩატარებული ტრენინგების ხარისხი.


კლინიკების უმრავლესობა მზადყოფნაშია.გაცემულია ადგილზე რეკომენდაციები, იდენტიფიცირებულია ხარვეზები და მიცემულია დრო მის გამოსასწორებლად.


ის კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას, გაეთიშებიან ამ პროცესში მონაწილეობას.


რეგიონებში შემოწმება გაგრძელდება ბოლო კლინიკამდე. შესაბამისი დასკვნები კი წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს"-განაცხადა ხუნდაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930