8-04-2020
მომღერალმა ლიზა ბაგრატიონმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ კომპანია "ბადაგონმა" სადეზინფექციო ხსნარი ჩამოასხა.
ლიზა ბაგრატიონის თქმით, "ბადაგონის" წარმოების სანიტაიზერები იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ "ფრონტის წინა ხაზზე" იბრძვიან" უსასყიდლოდ გადაეცემათ.
"კომპანია "ბადაგონმა" ჩამოასხა სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან დღეს. ჩვენ ძალიან სერიოზული უხილავი მტერი გვყავს, რომელსაც ყველა ერად ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ. მთელი ეს პერიოდი, სულ ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ ბრძოლაში და სწორედ ამერიკული სტანდარტებით დამზადებული სადეზინფექციო ხსნარით შევეცადეთ, რომ მონაწილეობა მიგვეღო ამ ბრძოლაში. ეს ხსნარი დაურიგდა მედპერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს, პოლიციას, მესაზღვრეებს და ა.შ." - განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.