გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებები ხორციელდება

9-04-2020

მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებით დახმარება გაეწია 448 ბენეფიცირს, მათ შორის,    მარტოხელა ხანდაზმულს, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახებს, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისით მოსარგებლეებს.  ასევე, პროგრამის  ,,უფასო სასადილო" ფარგლებში 70 წელს გადაცილებულ მოქალქეებს ყოველდღიურად სადილი ბინაზე მიეწოდებათ. 

ამჯერად მუნიციპალიტეტის მერიამ თანაქალაქელების დასახმარებლად სოციალური აქცია მოაწყო, რომლის ფარგლებში მერიის ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა,  მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად პირადი სახსრებით  გარკვეული რაოდენობის თანხა შეაგროვეს. შეგროვილი თანხით შეძენილი იქნა საკვები პროდუქტები, რომლითაც დახმარება გაეწია განსაკუთრებული  საჭიროების მქონე   ოჯახებს. 

მერია მსგავს აქტივობებს კვლავ აგრძელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930