9-04-2020
საქმე 100 მილიონში არ არის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში წუხელ ღამით გადარიცხვა, საქმე სხვა რამეშია - მან ეს, როგორც სჩვევია, მშვიდად, წყნარად, ხმაურის გარეშე გააკეთა,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი ამბობს, რომ მას ეს არ გაგკვირვებია, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის გაცილებით დიდი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ათწლეულების განმავლობაში.
,,მართალი გითხრათ, არც გამკვირვებია ეს მილიონები, ივანიშვილს გაცილებით დიდი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ათწლეულების განმავლობაში. ახლა შევხედოთ მის მოწინააღმდეგე მხარეს, ანუ ოპოზიციას. იხმაურეს, ხალხი გააგიჟეს, არეკინეს საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, აგინეს დიპლომატებს, უამრავი ვიდეო ჩაწერეს, და რა? არცერთი რეისი არ შესრულებულია ქართველების საქართველოში ჩამოსაყვანად. არადა ვინ უშლიდათ ხელს? არც ფული გადაურუცხიათ ,,StopCov-19“ - ის ფონდში, ერთი კვირაა გვპირდებიან.
"ლელოს" მესვეურებმა საერთოდ საცოდავი 100 ათასი გადარიცხეს და ხელი დაიბანეს, მომჭეირნეები ეგენი!
მოკლედ, ივანიშილსა და ოპოზიციას შორის ზუსტად ისეთი განსხვავებაა როგორც 100 მილიონსა და მაგ 100 ათასს შორის, პროპორცია დაცულია”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი