გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
9 აპრილი საქართველოში ყოველთვის ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან და ეს არის ის მაგალითი, რომელზედაც უნდა აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა

9-04-2020


9 აპრილი საქართველოში ყოველთვის ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან და ეს არის ის მაგალითი, რომელზედაც უნდა აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 1989 წლის 9 აპრილის შეფასებისას.

„თარიღი 9 აპრილი საქართველოში ასოცირდებოდა 1989 წლიდან, დღეს ასოცირდება და ყოველთვის ასე იქნება - გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან, მაგალითთან, რომელზედაც უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივით გავიხსენებ გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. ისინი დიდი პატივით შეგვიძლია ყოველთვის გავიხსენოთ ასევე როგორც მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, როგორ უნდა იბრძოლონ თავისუფლებისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031