გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: არა მხოლოდ ეს დონაცია, ბიძინას გაკეთებული აქვს ნახევარ მილიარდამდე დონაცია ქველმოქმედების სახით ჯანდაცვის სფეროში

9-04-2020


90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეული სტილი - ქველმოქმედება - საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომა და ამის გაგრძელება იყო ის რაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც აისახა შესაბამის ფონდში ეს თანხა, ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობის განხორცილება.


„ბუნებრივია, როდესაც ხარ იმედიანად, რომ გყავს ადამიანი გვერდით და ქვეყანას და ხალხას ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ასეთი სერიოზული ქველმოქმედება, ასეთი სერიოზული დონაცია გააკეთოს და ეს გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს კოვიდ-19 -ის მიერ გამოწვეული ზიანი, ეს ყოველთვის მისასალმებელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისივე თქმით, აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვის სფეროს გამართული საქმიანობისთვის დღემდე ნახევარ მილიარდამდე ლარის ქველმოქმედება განახორციელა.


„არ შეიძლება არ ვთქვათ ასევე, რომ არა მხოლოდ ეს დონაცია, ბატონ ბიძინას გაკეთებული აქვს ნახევარ მილიარდამდე დონაცია ქველმოქმედების სახით ჯანდაცვის სფეროში და როდესაც დღეს სიამაყით ვსაუბრობთ, რომ ჯანდაცვის წარმომადგენელები, ჯანდაცვის სფერო ძალიან კარგად უმკლავდება გამოწვევას, უნდა გავიხსენოთ აქაც აუცილებლად, რომ ამ ადამიანს აქაც სერიოზული ქველმოქმედება აქვს განხორციელებული. ამანაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო იმას, რომ პრევენციული ღონისძიებები დღეს სისტემურად კარგად მიმდინარეობს და ეს ფაქტორიც აუცილებლად უნდა ვთქვათ ხოლმე და აღვნიშნოთ, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930