9-04-2020
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ფონდი ქართუს მიერ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვის საკითხს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმურება.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარი ხმაურის და აფიშირების გარეშე ფონდში თანხა გადარიცხა, რაც მსოფლიო მასშტაბით, უდიდესი და უპრეცედენტო სოლიდარობის აქტია.
“როგორც ყოველთვის, ახლაც ყოველგვარი ხმაურის და აფიშირების გარეშე. ასე იქცევი, როცა გიყვარს შენი ქვეყანა და ხალხი. ასე კეთდება ნამდვილი საქმე. ბიძინა ივანიშვილმა StopCov ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა. მსოფლიო მასშტაბით, ეს არის უდიდესი და უპრეცედენტო სოლიდარობის აქტი. ჩვენთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ქვეყანას ყავს უნიკალური დაზღვევა და ზუსტად ვიცით, ყველაზე რთულ დროს, ვისი იმედი უნდა გვქონდეს. ყველაფერი კარგად იქნება”-განაცხადა იონათამიშვილმა.