9-04-2020
„ბიძინა ივანიშვილმა უპრეცენდენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს“-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა PosTv- ის ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში განხორციელებულ 100-მილიონიან შემოწირულობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა უპრეცენდენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს და როგორც მისთვის დამახასიათებელია, ყოველგვარი ხმაურისა და აფიშირების გარეშე. პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ძალიან სწორი სიტყვები თქვა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა, რომელიც ყოველ რთულ დროს მზად არის დაეხმაროს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.