გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ საქართველოს სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა

9-04-2020

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ეხმაურება პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილს და მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ძალა ერთობაშია - ამ სულისკვეთებითა და ერთსულოვნებით სავსე მხარდაჭერის წერილი მიიღო დღეს საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა მოსახლეობამ პარტნიორი დონორი ორგანიზაციებისგან. აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არიან უზრუნველყონ საქართველოს სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, რაც საშუალებას მოგვცემს გავუმკვავდეთ COVID-19-ის გლობალურ გამოწვევას და მის შედეგებს. ამ დღეების განმავლობაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ჩვენ აქტიურად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით ჩვენს დონორებთან ერთად იმ შესაძლო ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც გამოყოფენ ჩვენი პარტნიორები საქართველოსთვის და რომელიც დაგვეხმარება გავაგრძელოთ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო მათ ამ თანადგომისა და იმ ნაბიჯების პოზიტიურად შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე დღეებიდან გადადგა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომლის შეფასებაც ფინანსთა სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930