გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ ჯაფარიძე: საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ყველა ზომას, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის

9-04-2020

"ჩვენ, ყოველწუთიერ კავშირზე ვართ საკოორდინაციო საბჭოსთან, ცენტარლურ ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ყველა ზომას, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის"-ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის დადასტურებისთანავე, ეპიდემიოლოგების მიერ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

პაციენტი გადაყვანილი იქნა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

"დილიდანვე დაინიშნა ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა, სადაც სპეციალისტებთან ერთად შეფასდა რისკები, დაიგეგმა გასატარებელი ღონისძიებები და მივიღეთ გადაწყვეტილებები საკონტროლო გამშვები პუნქტების საჭიროებასთან დაკავშირებით.

მთელი დღის მანძილზე გატარდა ქმედითი ღონისძიებები, ხვალ დილიდან გაიხსნება ბლოკ პოსტები ცაგერისა და ლებნტეხის მუნიციპალიტეეტბის შესასვლელებთან , სოფ. ღვედიმ სოფელი ალპანა და ცაგერში მურის ხიდთან, დილიდანვე დაიწყება მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

ჩვენ, ყოველწუთიერ კავშირზე ვართ საკოორდინაციო საბჭოსთან, ცენტარლურ ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ყველა იმ ზომას, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის“-განაცხადა ჯაფარიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930