10-04-2020
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 3 ახალი ინფიცირებულიდან ერთი 6 წლის ბავშვია. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სონღულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულია ბავშვის დედაც და მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ.
"მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვთ ხველა, ტემპერატურა და გამოიხატება პნევმონიის სურათი",- აღნიშნა მაკა სონღულაშვილმა.
კლინიკაში მყოფი 51 პაციენტიდან 16-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი. 18 წლამდე არის 7 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 52 და გარდაცვლილია 3 ადამიანი.