10-04-2020
ეპიდემიის ჟამს საქართველომ მოკლე დროში მოახერხა მობილიზაცია ჯანდაცვის კუთხით - წერს atlantico სტატიაში, სათაურით ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა” , რომელშიც საუბარია საქართველოს მიღწევებზე.
როგორც სტატიის ავტორი ბრუნო ალომარი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის გასვლის პერიოდში თან მაშინ, როდესაც ევროპის ერებს ენთუზიაზმის ნაკლებობა ემჩნევათ, ევროკავშირი მაინც იზიდავს ქვეყნებს.
ამის მაგალითად ავტორს საქართველო მოჰყავს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უმაღლეს დონეზე გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, რასაც ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი და ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი გვახსენებს.
„ევროკავშირმა ბევრი რამ გადაიტანა, მათ შორის უკრაინაში - ყირიმში - განვითარებული მოვლენები, შემდეგ - უფრო ახლო წარსულში - სირიის ამბები. ბევრჯერ ყოფილა მისი შიდა უსაფრთხოება, საფრთხის ქვეშ მისივე საზღვრებს მიღმა დაყენებული. რამდენჯერ გამოუცდიათ მისი უნარი, ეშენებინა მყარი და ჯანსაღი ურთიერთობები მისივე მეზობლებთან. სწორედ ეს არის სამეზობლო პოლიტიკის მთელი არსი, რაც ხშირად არასწორად და კარიკატურულად წარმოჩინდება როგორც მისი მოსაზღვრე ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების დარიგება. ნება მიბოძეთ ხაზი გავუსვა ერთ ძალიან კონრეტულ მაგალითს - საქართველოს შემთხვევას. აშკარა და ცხადია, რომ შავ ზღვას გეო-სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ზედ ევროკავშირის პარაპეტთან. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ 2016 წლის აგვისტოში სწორედ ამან მისცა დასაბამი ე.წ. „სამი ზღვის ინიციატივას“ (იგულისხმება ადრიატიკის, ბალტიისა და შავი ზღები), რათა 12 წევრი სახელმწიფოს ვაშინგტონის მოწონების ფონზე შეეზღუდა რუსეთის გავლენა რეგიონში და ეთანამშრომლა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. მაშინ, როდესაც ევროკავშირი - დროებით, მაგრამ მაინც - შეეშვა მოლაპარაკებების წარმოებას ჩინეთსა და შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, უნდა შევახსენოთ ბრიუსელს, რომ მას საქართველოსთან გააჩნია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რაც მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს ორივე ხელმომწერს. საქართველოს ხელისუფლებამ უმაღლეს დონეზე გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, რასაც ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი და ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი გვახსენებს. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის გასვლის პერიოდში თან მაშინ, როდესაც ევროპის ერებს ენთუზიაზმის ნაკლებობა ემჩნევათ, ევროკავშირი მაინც იზიდავს ქვეყნებს. ციკლურობის თვალსაზრისით, რაც ევროკავშირისთვის ნიშანდობლივია - აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ეპიდემიის ჟამს საქართველომ უნახავ დროში მოახერხა მობილიზაცია ჯანდაცვის კუთხით” - წერს ავტორი.
https://www.atlantico.fr/decryptage/3588623/une-politique-de-voisinage-intelligente-de-l-union-europeenne-ue-salome-zurabishvili-georgie-exemple-solidarite-economie-dissensions-bruno-alomar-