10-04-2020
დღეს ბოლნისის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით სასურსათო პაკეტები შეიძინეს და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10 შეჭირვებულ ოჯახს გადასცეს.
„სურსათის დარიგების აქციაში უკვე არაერთი მოქალაქე ჩაერთო. ამჯერად, ბოლნისის კულტურის სახლის თანამშრომლებმა, საკუთარი სახსრებით 10 შეჭირვებულ ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცეს. მინდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ამ თანადგომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. თოთოეული ჩვენგანის აქტიურობა საკარანტინო მდგომარეობის დროს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.