გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ეწვივნენ

11-04-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მცხეთა - მთიანეთის სამმართველოს თანამრომლებმა და მცხეთა - მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭართლის, მუგუდას, ბედონის, სეფესა და ქვეშეთის მრავალშვილიანი და სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს.

უწყების წარმომადგენლებმა და მხარის რწმუნებულმა თანამოქალაქეებს სურსათ - სანოვაგე გადასცეს, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია მედიცინის მუშაკთა რეკომენდაციების, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესებისა და ქვეყანაში ვირუს კოვიდ 19-თან ბრძოლის შედეგების შესახებ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930