11-04-2020
"ერთადერთი, რაც არ მჯერა, ის არის, რომ ვირუსი სპეციალურად გაავრცელეს და ბიოლოგიურ იარღად გამოიყენეს"- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV ის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ COVID 19 თეორიულად შეიძლება იყოს ლაბორატორიაში გამოყვანილი ვირუსი.
“თეორიულად შეიძლება ეს იყოს ლაბორატორიაში გამოყვანილი ვირუსი. ერთადერთი, რაც არ მჯერა, ის არის, რომ სპეციალურად გაავრცელეს და ბიოლოგიურ იარღად გამოიყენეს. სავსებით ბუნებრივია და ასე მგონია, მაინც ღამურებშია გავრცელებული. ღამურებიდან ზოგიერთ შუამავალ რეზრვუარებში პანგოლინი არის ჭიანჭველა, რომელიც სნებოვნდება ამ ღამურებისგან. ჩინეთში, უხანში იყო ზღვის პროდუქტების და არა მარტო ზღვის პროდუქტების დიდი ბაზარი, სადაც იყიდებოდა ეგზოტიკური ცხოველები, მათ შორის, ღამურები და ვნახეთ, რომ მიირთმევდნენ. მგონია, რომ ის სავსებით ბუნებრივი გზით გავრცელდა. თუ მაინცდამაინც ლაბორატორიიდან გამოჟონა, ეს არ მომხდარა განზრახ. თუ ეს ასე იყო, უბრალოდ, გამოჟონა. რადგან ჩემს აზრს მეკითხებით, ვფიქრობ, რომ აქ არაფერი არ იყო არც გამიზნული, არც ბიოლოგიური იარაღი, იყო ჩვეულებრივი ეპიდემია, მსგავსი ეპიდემიების როგორიც იყო რამდენიმე ხნის წინ” -განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.