11-04-2020
ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სამართლიან და ობექტურ მასმედიასთან ერთად COVID 19 – ის წინააღმდეგ თავის უშუალო მოვალეობას ღირსეულად ასრულებს.
,,ნამდვილად სასიხარულოა როდესაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალური დირექტორი ნოელ კურანი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ საგანგებო ვითარებაში მეორე არხის საგანმანათლებლო არხად გადაქცვას. სწორედაც მისასალმებელია რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სამართლიან და ობექტურ მასმედიასთან ერთად კოვი19 წინააღმდეგ თავის უშუალო მოვალეობას ღირსეულად ასრულებს, ასევე შესძლო მეორე არხის მეშვეობით საგანამანათლებო საპატიო მისია შეესრულებინა. „კიდევ ერთხელ ჩემი აპლოდისმენტები მას“-განაცხადა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა. დიახაც, ჩვენი აპლოდისმენტბი და მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ სიტუაციაში მართლაც დიდი საქმისთვის”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.