გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: კრიმინალური მენტალიტეტის პრობლემის გადალახვა შსს-საკვანძო ფუნქციაა

24-12-2017

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს პრობლემა კრიმინალური მენტალიტეტის სუბკულტურის შემორჩენილი კომპონენტებია, რადგან ეს ორგანიზებული დანაშაულის წყაროს და სამწუხაროდ, მსგავსი წყარო ჯერ კიდევ არის შემორჩენილი-ამის შესახებ გახარიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"აქ ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საზოგადოებასა და სამართალდამცავს შორის ნდობისა და შემდგომი თანამშრომლობის აღდგენა. აქ ერთმნიშვნელოვნად ყველა მხრიდან უნდა იყოს გააზრებული, რომ საზოგადოების უსაფრთხოება არის ჩვენი პირადი და ყველა მოქალაქის ინტერესი და შესაბამისად, აქ გაუცხოებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც საპოლიციო სისტემა, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გახსნილი. იქ, სადაც ჩვენი თანამშრომლის ან ჩვენი სისტემის რომელიმე წარმომადგენლის გადაცდომას ექნება ადგილი, ღიად უნდა შევხედოთ და ღიად მოვახდინოთ ამაზე რეაგირება, თუმცა საზოგადოების, მოქალაქეების მხრიდან უნდა მოვითხოვოთ, ამ ერთობლივ საქმეში შესაბამისი მონაწილეობა. კრიმინალური მენტალიტეტი ჩვენთვის პრობლემა არის იმდენად, რამდენადაც ის ერთმნიშვნელოვნად ორგანიზებული დანაშაულის წყაროა. ეს არის პრობლემა და ამ გადალახვა შინაგან საქმეთა სამინისტროსი საკვანძო ფუნქცია გახლავთ"-განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930